ბიზნესლიტერატურამ, რომელიც უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა, ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა, მაღალკვალიფიციური ბიზნესკონსულტაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა.
არაერთი ცნობილი ბიზნესკონსულტანტის წიგნები ქართულ ენაზეც არის თარგმნილი და მათი უმეტესობა სერია „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში გამოიცემა.
ახლა გთავაზობთ ქართველი ბიზნესკონსულტანტების რჩევებს წიგნების შესახებ, რომელიც 2021 წელს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.
ელენე ჯღარკავა “კავკასიის ბიზნესის სკოლის" დეკანი:
„თუ თქვენ „ლურჯი ოკეანის“ მიერ გამოცემული ქართულ ენაზე თარგმნილი გოდინის წიგნები „იისფერი ძროხა და „ეს არის მარკეტინგი“ უკვე წაიკითხეთ და ავტორი მოგეწონათ, მაშინ აუცილებლად უნდა გაეცნოთ მის კიდევ რამდენიმე წიგნს. ერთ-ერთია მისი ახალი წიგნი The Practice: Shipping Creative work, რომელიც დაგანახებთ, როდის და რატომ უნდა გარისკოთ, როგორ უნდა იპოვოთ საკუთარი თავის ყველაზე შემოქმედებითი ვერსია. უმარტივესი და ლოგიკური მიგნებებით დაგარწმუნებთ მკითხველს, რომ ყველაფერი შესაძლებელი და განხორციელებადია. მოკლედ რომ გითხრათ, წიგნი არის შთაგონებაზე. მაგრამ ასევე თუ გსურთ, გაიგოთ, რა არის ამ ავტორის უსაზღვრო ფრთის გაშლა, მაშინ წაიკითხეთ მისი Linchpin, რომელიც მიგახვედრებთ თუ რამდენად მნიშნელოვანი გავლენა შეიძლება გქონდეთ თქვენ, როგორც ინდივიდს, ორგანიზაციაში. ეს წიგნი აქტუალობას არ კარგავს, ამიტომ მისი წაკითხვით მიღებული სიამოვნება და გამოცდილება ნამდვილად დროული იქნება.
ასევე გირჩევთ მალე შესაძენ და წასაკითხი წიგნების სიაში მოინიშნოთ სკოტ გელოუეის „კორონას შემდგომ: კრიზისიდან შესაძლებლობამდე“. მართალია, კოვიდ-19-ის გაგონება შეიძლება ბევრს აღარ შეგვიძლია, მაგრამ ამ წიგნში კარგად არის აღწერილი, როგორ უნდა ვაქციოთ პანედმიით გამოწვეული კრიზისი შესაძლებლობად და რა ცვლილებებს დაგვიტოვებს ეს პანდემია.“
თამთა გველესიანი, „სპარკის“ მარკეტინგის ექსპერტი:
„საქართველოში დღითი-დღე იზრდება ტენოლოგიური სტარტაპების რიცხვი და ანტრეპრენერობაც სულ უფრო პოპულარული ხდება. შესაბამისად, იზრდება საჭიროება, მივიღოთ მეტი პროფესიონალური და რაც მთავარია, მარტივი რჩევა პროდუქტის შექმნის, მომხმარებელზე მორგების, ბაზარზე გასვლისა და ზრდის სხვადასხვა სტრატეგიების შესახებ, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით დამწყებმა ანტრეპრენერებმა საინსპირაციოდ შერჩეული წიგნებიდან, პირველ რიგში Bill Aulet -ის Disciplined Entrepreneurship: 24 Steps to a successful startup -ით უნდა დაიწყონ. წიგნში აღწერილი 24 ნაბიჯის გავლა პრაქტიკაში თითქმის ყველა სტარტაპს უწევს, თუმცა ხშირად გაუაზრებლად, ამ ნაბიჯების მიყოლა კი დამფუძნებლებს დისციპლინირებულ მიდგომაში დაეხმარება, რაც წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.“
სოსო გალუმაშვილი, „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი:
„როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ (ავტორები: ალექსანდრე ოსტერვალდერი და ივ პინიე) და „ბიზნესმოდელების ნავიგატორი“ (ავტორები: ოლივერ გასმანი, კაროლინ ფრანკერბერგერი, მიქაელა ცზიკი) დამწყები მეწარმეებისთვის, სტარტაპერებისთვის და მკვიდრი ბიზნესის მეპატრონეებისთვის აუცილებლად წასაკითხ წიგნებს შორისაა.
დღეს, როგორც არასდროს, უკვე არსებულ ბიზნესმოდელებს რადიკალური ცვლილება, ახალი ფუნქციონალისა და შინაარსის მოძებნა ჭირდება. ვისაც სურს საკუთარი ბიზნესის გადარჩენა, გაძლიერება და განვითარება, მან აუცილებლად უნდა იპოვოს ახალი ეპიცენტრები ინოვაციებისთვის, მოარგოს ისინი ახლადშექმნილ გარემოებებსა და სიტუაციას და განსხვავებული სახითა და ღირებული შეთავაზებით წარდგეს მომხმარებლების წინაშე, რომლებსაც კარდინალურად განსხვავებული საჭიროებები გაუჩნდათ.
გჯეროდეთ, რომ ბიზნესმოდელის ინოვაციას არ აქვს ალტერნატივა და რაც უფრო ადრე დაიწყებთ ფიქრსა და ზრუნავს ამაზე, მით მალე მიიღებთ სასურველ შედეგს.
2021 წელს გამოვა და უტყუარად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ბიზნესლიტერატურის ბაზარზე ბესტსელერი გახდება ჯიმ კოლინზის წიგნი „კარგიდან საუკეთესომდე“.
მართლაც საუკეთესო მეცნიერების გუნდისგან შემდგარი საავტორო კოლექტივის მიერ შექმნილი უკვე ეპოქალური დასკვნებისა და მიგნებების კრებული, ხანგრძლივი კვლევისა და განსჯის შედეგია. კოლინზის მიერ ჩამოყალიბებული რეკომენდაციები კარგი კომპანიის საუკეთესო კომპანიად გარდაქმნისკენ გიბიძგებთ. აქ არ არის არაფერი მოგონილი და სუბიექტური, აქ ყველაფერი ნამდვილია, სტატისტიკურად დამტკიცებული და წლების მანძილზე გამტკიცებული.
უბრალოდ უნდა გადაწყვიტოთ, გინდათ, რომ თქვენი კომპანია კარგიდან საუკეთესოდ გარდაიქმნას? გნებავთ ჯილეტის, კიმბერლი კლარკის და ებოტის მსგავსად ბაზრის უპირობო ლიდერი გახდეთ? გსურთ, მე-5 დონის ლიდერის თვისებები შეიძინოთ ან ასეთი მენეჯერი დაიქირავოთ, რომელიც სანუკვარ მიზნამდე მიიყვანს ორგანიზაციას?
თქვენ უბრალოდ დაუდასტურეთ საკუთარ თავს ეს სურვილი და შემდეგ წიგნის მეშვეობით ყველანაირ ლაბირინთს გაივლით და წინაღობას დაძლევთ.“
დავით ჩიკვაიძე, „საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის“ დამფუძნებელი:
„2021 წელი ძალიან რთული გამოდგა ბიზნესისთვის და გაყიდვები კომპანიების კვლავ გასაცოცხლებლად მეტად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ სუბიექტური ვიქნები და ყველას ვურჩევ, წაიკითხოს „ანტიგაყიდვები“, წიგნი ჩემი ავტორობით. ასევე ძალიან აქტუალურია და გირჩევთ წაიკითხოთ მარკ მენსონის ,,ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება''. წიგნი ხუთ დღეში წავიკითხე. საკმაოდ რთული პერიოდი მქონდა, ეგზისტენციურ კრიზისს რომ ეძახიან. წიგნში წაკითხული თითოეული წინადადება იმდენად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იყო, რომ ერთ ადგილზე ვეღარ ვისვენებდი. ეს არის პირველი წიგნი, რომელიც რამდენჯერმე წავიკითხე. ყოველი წაკითხვისას რაღაც ახალს ვპოულობდი. შემიძლია გულწრფელად ვთქვა, ამ წიგნმა ამომაყირავა. შემიცვალა ხედვები ცხოვრებაზე. უფრო მშვიდი და თავდაჯერებული გამხადა. მარტივად რომ ვთქვა, მიწაზე დამაბრუნა. ვფიქრობ, ეს გამოცემა ბევრი ადამიანის სამაგიდო წიგნად იქცევა.“
გარდა ამისა მკითხველს ვურჩევ, წაიკითხონ ჯუდი რობინეტის წიგნი HOW TO BE A POWER CONNECTOR, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი ნეთვორქინგზე. ძალიან საინტერესოა ადამ გრანტის წიგნი სოციალურ ურთიერთობებზე, სახელად GIVE and TAKE. „
„ანტიგაყიდვები“,მარკ მენსონის ,,ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება, HOW TO BE A POWER CONNECTOR, GIVE and TAKE. „ - მოქაფზე დადებული ყდები.
„უსაფრთხოდ თამაში ძალიან სარისკოა“ – ეს მსოფლიოში ცნობილი ბიზნესკონსულტანტისა და ბესთსელერი ბიზნესლიტერატურის ავტორის სეთ გოდინის ცნობილი ფრაზაა. გოდინი თავისი წიგნების საშუალებით ცდილობს, ფართო საზოგადოებას დაანახოს, რა არის რეალურად ღირებული, რატომ უნდა იყო პირველი და რატომ არის გამბედაობა იდეების ქონაზე უფრო მნიშვნელოვანი. გოდინი მოუწოდებს მკითხველს, იყვნენ იასამნისფერი ძროხები ყავისფერი ძროხების ნახირში და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ იყვნენ მართლაც წარმატებულები, შექმნან რამე ღირებული.
ამიტომ, გაითვალისწინეთ ჩვენი კონსულტანტების რჩევები, ბიზნესით დაინტერესებულმა ადამიანებმა აქტიურად წაიკითხეთ ბიზნელიტერატურა, მითუმეტეს, რომ ქართულ ენაზე უკვე სულ უფრო მეტი წიგნი ხდება ხელმისაწვდომი.
წიგნების შეძენა შეგიძლიათ ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში ან ბიბლუსის საიტზე