Levi's-ი ჯინსების წარმოების შემცირებას გეგმავს

ამერიკული ტანსაცმლის მწარმობელი კომპანია Levi Strauss & Co. (Levi's), აპირებს სულ უფრო ნაკლებად დამოკიდებული გახდეს ჯინსების გაყიდვებზე და შესაბამისად მათი წარმოების შემცირებას გეგმავს.

კომპანიის კვარტალური ანგარიშის კომენტირებისას, აღმასრულებელმა დირექტორმა ჩიპ ბერგმა განაცხადა, რომ კომპანიას წლიდან წლამდე ეზრდება გაყიდვები სხვა პროდუქციის მიმართულებითაც. ასე მაგალითად, 2020 წელს მხოლოდ პერანგებზე მოვიდა მისი გაყიდვების 21%, მაშინ როცა 2015 წელს 11% იყო, აქსესუარებზე, ფეხსაცმლებზე და ნაჭრის შარვლებზე კი ბრენდის გაყიდვების 16%.

ბერგის განცხადებით, კომპანიას იმედი აქვს, რომ მისი შემოსავლების ნახევარი მოვა იმ ტიპის ნაწარმზე, რომელიც არ არის ჯინსის ქსოვილთან დაკავშირებული. ამან კი მისივე თქმით, უნდა გაზარდოს ბრენდის რენტაბელურობა. ამასთან, მისი თქმით, დივერსიფიცირება მოხდება არა მხოლოდ ნაწარმის, არამედ ბრენდის გეოგრაფიისაც. მაგალითად, 2020 წელს პრიდუქციის 56% უცხოეთში გაიყიდა.

Levi's-ის 2020 წლის შემოსავლებმა 12%-ით იკლო და 1,39 მილიარდი დოლარი შეადგინა. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, კომპანიის აქციების ყიდვა მიზანშეწონილია, ვინაიდან მათზე ზრდა გარდაუვალია. კომპანიის კაპიტალიზაცია ბოლო 3 თვეში 23,9%-ით არის გაზრდილი.

Levi Strauss 1953 წელს კალიფორნიაში დაფუძნდა. კომპანია პირველად ღია ბაზარზე 1971 წელს გავიდა, თუმცა 1985 წელს ჰაასების ოჯახმა შეისყიდა და კვლავ კერძო კომპანია გახდა.

კოკა კვირკველია