ვადაგადაცილებული სესხები 32.7 მლნ ლარით შემცირდა

დეკემბერში ვადაგადაცილებული სესხები 32.7 მლნ ლარით შემცირდა და 533.5 მლნ ლარს გაუტოლდა - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ დეკემბრის თვის მიმოხილვაშია აღნიშნული.

მიმოხილვის მიხედვით, ვადაგადაცილებული სესხების წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.4 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 38.3 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.8 პროცენტული პუნქტით 55.3 პროცენტამდე შემცირდა.

თაია არდოტელი