„პეგასუსი“ თბილისი-სტამბულის მიმართულებით ფრენებს 11 თებერვლიდან განაახლებს

„პეგასუსი“ თბილისი-სტამბულის მიმართულებით ფრენებს 11 თებერვლიდან განაახლებს - ამის შესახებ ინფორმაციას Pegasus Airlines-ის ოფიციალური სავაჭრო აგენტი კომპანია GASA ავრცელებს.

ავიარეისები ყოველდღიურად შესრულდება.

„ეს სიახლე საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ უფრო მეტი დანიშნულების ქალაქი - ახლა უკვე გაცილებით მოქნილი გრაფიკით!

თბილისიდან სტამბულისკენ - 57 ევროდან, თბილისიდან სტამბულის გავლით, თურქეთის ქალაქებზე - 43 ევროდან, სხვა ტრანზიტულ მიმართულებებზე 88 - ევროდან“ - აღნიშნულია GASA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.