შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ჯამურად 145 ბლოკი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოვლინდა.
"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ჯამურად 145 ბლოკი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს უაქციზო საქონელი ჩამოერთვათ. აღნიშნულ ორ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმეთა მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა",- აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.