ელექტრომობილების დამტენების ნაწილი ფასიანი ხდება

ელექტრომობილების დამტენების ნაწილი ფასიანი ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ თებერვლის შუა რიცხვებიდან იწყება ჩვენს ქსელში არსებული მე-2 დონის დასამუხტი სადგურების ეტაპობრივი გაფასიანების პროცესი. ტარიფები იანგარიშება წუთობრივად და განისაზღვრება ელექტრომობილის მიერ მოხმარებული სიმძლავრის შესაბამისად.

თქვენი ელექტრომობილისთვის განკუთვნილი დამუხტვის ტარიფის დასადგენად, იხელმძღვანელეთ ტარიფების ჩამონათვალში მოცემული სიმძლავრეების დიაპაზონით.

damtein-1612255673.png

ტარიფების ნახვას შეძლებთ ჩვენს აპლიკაციაში მას შემდეგ, რაც კონკრეტული დამტენი გახდება ფასიანი. გაფასიანებული დამტენების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ როგორც სმს-ის სახით, ასევე ჩვენი ფეისბუქ გვერდის საშუალებით,“-აღნიშნულია განცხადებაში.

თაია არდოტელი