როგორია საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი

საინვესტიციო კომპანია Galt and Taggart-მა რეგიონის მიმოხილვა გამოაქვეყნა.

მოცემული დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა მთელს რეგიონიში ყველაზე სწრაფი ტემპით გაიზრდება. უფრო კონკრეტულად, კომპანიის პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდება. პროგნოზის ერთ-ერთი მთავარი დაშვება ვაქცინასთან დაკავშირებულ პოზიტიურ სიახლეებს უკავშირდება.

რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს: პროგნოზის მიხედვით, აზერბაიჯანში წელს ეკონომიკა 2.5%-ით გაიზრდება. თურქეთში საინვესტიოციო ბანკი ეკონომიკის 5%-იან ზრდას პროგნოზირებს, სომხეთში 2.5%-იანი ზრდაა ნავარაუდები, ხოლო რუსეთში პროგნოზის მიხედით, ეკონომიკა 3.4%-ით მოიმატებს.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს ყველაზე მეტად, 7.2%-ით სომხეთის ეკონომიკა შემცირდა, მიზეზად კი კორონავირუსთან და გლობალურ ეკონომიკურ რეცესიასთან ერთად ყარაბაღის კონფლიქტიც სახელდება.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე