სახაზინო ვალდებულების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-ის ცნობით, აუქციონში 5 კომერციული ბანკი მონაწილეობდა. "2021 წლის 2 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 42 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.980 პროცენტით, მაქსიმალური 8.040 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.002 პროცენტით განისაზღვრა",-აღნიშნულია ინფორმაციაში.