სად შეიძლება იცხოვროს ივანიშვილების ოჯახმა

მას შემ­დეგ, რაც პო­ლი­ტი­კა და შვი­ლო­ბი­ლი პარ­ტია და­ტო­ვა, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­საც ტო­ვებს და საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში აპი­რებს გამ­გზავ­რე­ბას. ეს ვა­რა­უ­დი გა­ამ­ძაფ­რა იმა­ნაც, რომ მან სა­ქარ­თვე­ლო­ში მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი აქ­ტი­ვე­ბი სა­კუ­თა­რი მე­ნე­ჯმენ­ტის სფე­რო­დან გა­ი­ტა­ნა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ივა­ნიშ­ვილ­მა თა­ვი­სი ქო­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი გა­დას­ცა საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ "ქარ­თუს".

ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლიც მი­იჩ­ნევს, რომ პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად, ის გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით შე­იძ­ლე­ბა ქვეყ­ნი­დან წას­ვლას მარ­თლაც აპი­რებ­დეს.

"შორს ვარ იმ აზ­რის­გან, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან სა­მუ­და­მოდ წავა - ამას არ იზამს, რად­გან მის­თვის ეს ქვე­ყა­ნა ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია, მაგ­რამ არ გა­მოვ­რი­ცხავ, ერთი ან ორი წლით სა­ცხოვ­რებ­ლად საფ­რან­გეთ­ში წას­ვლას გეგ­მავ­დეს", - გა­ნა­ცახ­და მან გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან". "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" აცხა­დე­ბენ, რომ ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია, თუმ­ცა როცა საქ­მე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს შე­ე­ხე­ბა, ბო­ლომ­დე ვე­რა­ფერს გა­მოვ­რი­ცხავთ. მით უფრო, რომ საფ­რან­გეთ­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და, სულ ცოტა ხნის წინ კი საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს სა­პა­ტიო ლე­გი­ო­ნის კა­ვა­ლე­რის ტი­ტუ­ლი მი­ა­ნი­ჭა.

რო­გორც საფ­რან­გე­თის მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში ვკი­თხუ­ლობთ, "წელს ეს ჯილ­დო, მათ შო­რის, იმ ადა­მი­ა­ნებს გა­და­ე­ცათ, რომ­ლებ­მაც კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს“. შე­გახ­სე­ნებთ, სა­პა­ტიო ლე­გი­ო­ნის ორ­დე­ნი (Ordre national de la Légion d’honneur) საფ­რან­გე­თის უმაღ­ლე­სი ჯილ­დოა, რო­მელ­საც საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე­ბით, ადა­მი­ა­ნებს სხვა­დას­ხვა მიღ­წე­ვის­თვის გა­და­ე­ცე­მათ.

ივა­ნიშ­ვილ­მა საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჯერ კი­დევ 2010 წელს მი­ი­ღო. რაც ცნო­ბი­ლია, ივა­ნიშ­ვი­ლებს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა პა­რიზ­ში და სახ­ლი კი სენ-ტრო­პეს სა­ნა­პი­რო­ზე აქვთ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, საფ­რან­გე­თამ­დე ივა­ნიშ­ვი­ლი რუ­სეთ­ში ცხოვ­რობ­და, სა­დაც და­აგ­რო­ვა კი­დეც ქო­ნე­ბა.

ივა­ნიშ­ვი­ლი მოს­კოვ­ში 1982 წელს გა­ემ­გზავ­რა და ას­პი­რან­ტუ­რა­ში ჩა­ა­ბა­რა, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კი ეკო­ნო­მი­კის დოქ­ტო­რიც გახ­და. სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, რთუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი პი­რო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ივა­ნიშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტა ბიზ­ნე­სით და­კა­ვე­ბუ­ლი­ყო და არ­მი­ნი­რე­ბუ­ლი შლან­გე­ბის წარ­მო­ე­ბა და­ე­წყო. იმ დრო­ის­თვის ეს სა­ქო­ნე­ლი დე­ფი­ციტს წარ­მო­ად­გენ­და. და­ა­რე­გის­ტრი­რა კო­ო­პე­რა­ტი­ვი და კა­მოს სა­ხე­ლო­ბის ქარ­ხა­ნა­ში შე­ნო­ბა იჯა­რით აიღო, მაგ­რამ საქ­მე შლან­გე­ბის გა­მოშ­ვე­ბამ­დე არ მი­ვი­და - ივა­ნიშ­ვილ­მა გეზი შე­იც­ვა­ლა და "მო­მავ­ლის“ სა­ქონ­ლით, კომ­პი­უ­ტე­რე­ბით ვაჭ­რო­ბა და­ი­წყო. პირ­ვე­ლი დამ­კვე­თი სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია იყო. ივა­ნიშ­ვი­ლის ამ დაკ­ვე­თის შე­დე­გად, კო­ო­პე­რა­ტი­ვის ან­გა­რიშ­ზე სო­ლი­დუ­რი თან­ხა დაგ­როვ­და. რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ამ თან­ხით და­ინ­ტე­რეს­და პრო­კუ­რა­ტუ­რა და მო­ახ­დი­ნა მისი ან­გა­რი­შე­ბის ბლო­კი­რე­ბა.

ამ მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დგომ ივა­ნიშ­ვილ­მა 1988 წელს და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლო და საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ნაგ­რძო მოს­კოვ­ში. რო­დე­საც ის რუ­სეთ­ში ჩა­ვი­და, თა­ვის ძველ ნაც­ნობს, ვი­ტა­ლი მალ­კინს და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც შემ­დგომ მისი ბიზ­ნეს-პარტნი­ო­რი გახ­და. ახალ­გაზ­რდებ­მა კომ­პი­უ­ტე­რე­ბით და ღი­ლა­კი­ა­ნი ტე­ლე­ფო­ნე­ბით ვაჭ­რო­ბას მიჰ­ყვეს ხელი. მათ სე­რი­ო­ზუ­ლი პარტნი­ო­რე­ბის მო­ძი­ე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ გა­და­წყვი­ტეს. ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი პა­რიზ­ში გა­ემ­გზავრნენ, სა­დაც თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ა­თა გა­მო­ფე­ნა იმარ­თე­ბო­და. იქ გა­იც­ნეს ჰონგ-კონ­გუ­რი ფირ­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ისი­ნი მა­ლე­ვე ჰონგ-კონ­გში ჩა­ვიდ­ნენ და გა­ა­ფორ­მეს მათი პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი. საქ­მე უფრო შორ­საც წა­ვი­და: შე­ის­ყი­დეს რა იქ ტე­ლე­ფო­ნე­ბი­სა და მაგ­ნი­ტო­ფო­ნე­ბის და­მამ­ზა­დე­ბე­ლი ფაბ­რი­კა, ივა­ნიშ­ვი­ლის ფირ­მამ 1990 წლის­თვის რუ­სეთ­ში ელექტრო-ტექ­ნი­კით მო­ვაჭ­რე ერთ-ერთი მო­წი­ნა­ვე ფირ­მის სა­ხე­ლი მო­იხ­ვე­ჭა. 1990 წელს მათ 100 ათა­სი დო­ლა­რი მო­აგ­რო­ვეს, რაც საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა, რომ ბან­კი ”რო­სი­ის­კი კრე­დი­ტი” და­ე­ფუძ­ნე­ბი­ნათ.

1998 წელს, სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის დე­ფოლ­ტი და­ი­წყო, ფული გა­უ­ფა­სურ­და და "როსკრე­დი­ტის­თვის“ კრი­ზი­სუ­ლი მო­მენ­ტი დად­გა. საფრ­თხის ქვეშ აღ­მოჩ­ნდა თვით მისი არ­სე­ბო­ბაც - რა­მე­თუ დე­ფოლ­ტის გა­მო­ცხა­დე­ბის მი­ზე­ზით, ასი­ა­თა­სო­ბით აქ­ცი­ო­ნე­რი მო­ა­წყდა ბანკს თან­ხე­ბის გა­სა­ტა­ნად, ხოლო, "როსკრე­დი­ტი“ სხვა ბან­კე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით პა­ტი­ოს­ნად გას­ცემ­და თან­ხებს. ივა­ნიშ­ვილ­მა არ და­უშ­ვა "როსკრე­დი­ტის“ ბანკრო­ტად გა­მო­ცხა­დე­ბა და გა­და­წყვი­ტა ბან­კის გა­და­სარ­ჩე­ნად ჩა­ე­დო სა­ბან­კო აქ­ტი­ვე­ბის გარ­და მის მფლო­ბე­ლო­ბა­ში მყო­ფი $1 მლრდ "როსკრე­დი­ტის“ ვა­ლე­ბის გა­სას­ტუმ­რებ­ლად. ბიზ­ნეს­მენ­თა დიდ­მა ნა­წილ­მა ივა­ნიშ­ვი­ლის ეს ნა­ბი­ჯი თვით­მკვლე­ლო­ბად შე­ა­ფა­სა. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლა დაბ­რკო­ლე­ბი­სა, "როსკრე­დი­ტი“ გა­დარ­ჩა... იხილეთ სრულად