ბიზნესი სამოქალაქო დაუმორჩილებლობას იწყებს - კონკრეტული გეგმა უახლოეს დღეებში გაჟღერდება

ბიზნესი სამოქალაქო დაუმორჩილებლობას იწყებს. ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ გიდმა ალექსანდრე გიორგაძემ განუცხადა. მისივე თქმით, სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები უკვე დღეიდან იწყებენ კონსულტაციებს და კონკრეტული გეგმა - თუ რას გულისხმობს დაუმორჩილებლობა, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

„დღეს ველოდებოდით საკორდინაციო საბჭოს სხდომას. მოლოდინი გვქონდა, რომ რაღაც პასუხს მაინც მივიღებდით, მაგრამ სრული იგნორია. ვიწყებთ კონსულტაციებს, მათ შორის დღესაც გვაქვს შეხვედრა სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, თუ რას ვაკეთებთ - ეს იქნება სხვადასხვა სახის სამოქალაქო დაუმორჩილებლობა. ეს შეიძლება იყოს აქციის სახით, ზოგიერთმა დაწესებულებამ დაკეტვის მიუხედავად შეიძლება დაიწყოს მუშაობა და ა.შ. მაქსიმუმ უახლოეს 2-3 დღეეში გამოვაცხადებთ, თუ კონკრეტულად ქმედებებს განვახორციელებთ. ამ კონსულტაციებში გვიერთდებიან - გასართობი ცენტრები, რესტორნები, სასტუმროები, ტურიზმის ბევრი მიმართულება, სამკერვალოები და ა.შ.,“-განაცხადა ალექსანდრე გიორგაძემ.

შეგახსენებთ, რომ შაბათს მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე, გაკეთდა განცხადება, რომ „თუ ხელისუფლება 1-ელ თებერვალს არ წარმოადგენდა გეგმას, რაც ბიზნესსექტორის ამუშავებას გულისხმობს, დაიწყებდნენ დაუმორჩილებლობას“.

თაია არდოტელი