საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი“ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი“ დღე-ღამეში 1000-ზე მეტ სატვირთო ავტომობილს ატარებს.
“ამასთან, რუსეთის ფედერაციის მხრიდან, შესაბამისი საბაჟო კონტროლის პროცედურების გავლის შემდეგ, მგზავრებისა და საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების გატარება ქართული მხარის მიერ შეუფერხებლად მიმდინარეობს. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობი-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია",-აცხადებენ უწყებაში.