ბრიტანული სანავთობო კომპანია BP-ის 2020 წლის წაგებამ 20,31 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2019 წელს მოგება 4,03 მილიარდი ჰქონდა. აღნიშნულის შესახებ მოწმობს კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადება.
გასული წლის მეოთხე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი დადებითი იყო და მოგებამ 1,36 მილიარდი შეადგინა.
კომპანიის შემოსავლები 2020 წელს 35%-ით შემცირდა 180,37 მილიარდ დოლარამდე, მეოთხე კვარტალში კი 37%-ით იკლო 44,79 მილიარდ დოლარამდე.
კომპანიის თავისუფალი ფულადი ნაკადის მოცულობამ, საკომპენსაციო გადახდების გათვლით, რომელიც მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრამ გამოიწვია, 2020 წელს 13,8 მილიარდი დოლარი შეადგინა. კომპანიის კაპიტალურმა ხარჯებმა კი 12,03 მილიარდ დოლარს მიაღწია, მაშინ როცა წინა წელს 15,24 მილიარდი დოლარი ჰქონდა.
ამასთან, კომპანიას 2020 წელს 8,1%-ით შეუმცირდა ნავთობმოპოვებაც, რომელმაც წლიურ გამოხატულებაში დღეღამეში საშუალოდ 3,47 მილიონი ბარელი შეადგინა.