როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ფრენა გაქვთ დანიშნული, ქვეყანაში კი კომენდანტის საათია

პირ­ვე­ლი თე­ბერ­ვლი­დან რე­გუ­ლა­რუ­ლი ფრე­ნე­ბი ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით აღ­დგა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მა­ზე მი­ი­ღეს და ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის ნა­თია თურ­ნა­ვას გან­მარ­ტე­ბით, ფრე­ნე­ბი ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ტო­კო­ლის წე­სე­ბის დაც­ვით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. "ყვე­ლა ავი­ა­კომ­პა­ნია, ვინც დღემ­დე მოქ­მე­დებ­და და მოქ­მე­დებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ან თუნ­დაც ახა­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბი, ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის სურ­ვილს გა­მოთ­ქვამს, შეძ­ლე­ბენ რე­გუ­ლა­რუ­ლი ფრე­ნე­ბის და­გეგ­მვას და შეს­რუ­ლე­ბას გარ­კვე­უ­ლი სიხ­ში­რე­ე­ბით. რა თქმა უნდა, ეს მოხ­დე­ბა ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ტო­კო­ლის და უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დაც­ვით", - გა­ნა­ცხა­და თურ­ნა­ვამ.

ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნის შემ­დეგ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კი­თხვე­ბი გაჩ­ნდა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ უნდა მი­ვი­დეს მგზავ­რი აე­რო­პორ­ტამ­დე, ან აე­რო­პორ­ტი­დან სახ­ლამ­დე, მა­შინ როცა ქვე­ყა­ნა­ში კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი მოქ­მე­დებს და სა­ვა­რა­უ­დოდ, კი­დევ რამ­დე­ნი­მე თვე იმოქ­მე­დებს.

რო­გორც AMBEBI.GE-ს თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში გა­ნუ­ცხა­დეს, ჩა­მოფ­რე­ნილ და მი­მა­ვალ მგზავ­რებს ამ მხრივ შე­ფერ­ხე­ბე­ბი არ აქვთ და არც მო­მა­ვალ­ში შე­ექ­მნე­ბათ. თუ თქვე­ნი თვითმფრი­ნა­ვი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ღა­მის სა­ა­თებ­ში ჩა­მოფ­რინ­დე­ბა, გა­და­ად­გი­ლე­ბა აე­რო­პორ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდგა­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი ტაქ­სე­ბის მეშ­ვე­ო­ბით შე­გიძ­ლი­ათ.

ხოლო სახ­ლი­დან აე­რო­პორ­ტში წას­ვლის­თვის, საშვს ცხელ ხაზ­ზე და­რეკ­ვით მი­ი­ღებთ. ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა დარ­ე­კოთ მთავ­რო­ბის ცხელ ხაზ­ზე - 144, შემ­დეგ და­ა­ჭი­როთ ღი­ლაკს 1 და ოპე­რა­ტორს აუხ­სნათ საშ­ვის მი­ღე­ბის მი­ზე­ზი. ოპე­რა­ტორს ჩა­ა­წე­რი­ნებთ: მძღო­ლის პი­რად ნო­მერს, მგზავ­რის პი­რად ნო­მერს და ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ხელ­მწი­ფო ნო­მერს. აუ­ცი­ლებ­ლად გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ 144-ზე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა დარ­ე­კოთ, როცა ოპე­რა­ტო­რე­ბი მეტ­ნაკ­ლე­ბად თა­ვი­სუფ­ლად პა­სუ­ხო­ბენ.

"საშვს გავ­ცემთ იმ პი­რებ­ზე, ვინც მიფ­რი­ნავს და კი­დევ მან­ქა­ნის მძღოლ­ზე. ეს აი­სა­ხე­ბა ერ­თი­ან ელექტრო­ნულ ბა­ზა­ში, რო­მელ­ზე წვდო­მაც სა­პატ­რუ­ლო სამ­სა­ხურს აქვს. თუ პატ­რუ­ლი გა­გა­ჩე­რებთ, ეტყვით სა­კუ­თარ მო­ნა­ცე­მებს, რის შემ­დე­გაც პატ­რუ­ლი ნა­ხავს ბა­ზას და შე­ა­მოწ­მებს, მი­დი­ხართ თუ არა შე­სა­ბა­მი­სი მი­მარ­თუ­ლე­ბით და იმ­ყო­ფე­ბი­ან თუ არა ავ­ტო­მო­ბილ­ში მხო­ლოდ ის პი­რე­ბი, რომ­ლებ­ზეც საშ­ვია გა­ცე­მუ­ლი" - გა­ნუ­ცხა­დეს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში AMBEBI.GE-ს.