დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდი აშენდება.
როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
“უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა ძალიან მნიშვნელივანი პროექტია ქალაქისთვის. ბევრი ადამიანი ცხოვრობს წყნეთში და ამ გზით ბევრი ადამიანი სარგებლობს. ბაგები ყოველთვის დატვირთულია და მაქსიმალურად გვინდა ამ პროექტის საშუალებით განტვირთვა განვახორციელოთ და ვაკეში შემოსვლის გარეშე შესაძლებელი იყოს ბაგებიდან საბურთალოზე გადასვლა ამ ხიდის მეშვეობით”,- განაცხადა კალაძემ.