2020 წელს მომხმარებელთა მხრიდან კომერციული ბანკების წინააღმდეგ 19 640 საჩივარი დაფიქსირდა, ეს კი 35,1%-ით მეტია 2019 წელთან შედარებით. პანდემიამდე კომერციული ბანკების მიმართ სებ-ში 14 529 საჩივარი დაფიქსირდა.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს პრეტენზიების სამეულში შედიან:
პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, 2020 წელს შესული პრეტენზიებიდან 15 536 ტრანზაქციებზე მოდის; შემდეგია ადმინისტრაცია/მომსახურება - 1313 განაცხადი; 575 განაცხადით სამეულში მოხვდა საპროცენტო შენატანებთან დაკავშირებული პრეტენზიები.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს 19 640 საჩივრიდან ბანკებმა 15 446 უსაფუძვლოდ მიიჩნიეს. საფუძვლიანად - 3 796 განაცხადი; 278 განაცხადის შემთხვეევაში კი, განხილვა ისევ მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება. ცნობისათვის, დღეს საფინანსო ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებს.