თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კახაბერ გულედანი წარადგინა.
როგორც კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კახაბერ გულედანს ამ მიმართულებით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
„მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის პოზიციაზე მინდა წარმოგიდგინოთ კახაბერ გულედანის კანდიდატურა. ის რამდენიმე წლის წინ სამგორის რაიონის გამგებელი იყო, შემდეგ კერძო სექტორში გადავიდა, თუმცა დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ ის წარვადგინოთ მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. მას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით მუშაობაში. ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავა მთავრობის ადმინისტრაციაში, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, საქართველოს სტანდარტების ტექნიკური რეგლამენტისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში, მას აქვს მართვის ძალიან კარგი გამოცდილება. ის ასევე, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გახლდათ. დარწმუნებული ვარ, ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ის ღირსეულად გაართმევს თავს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვს, რომ ქალაქში იყოს წესრიგი“, - განაცხადა კალაძემ.