კახა კალაძე - "თბილისის პარკინგის" თანამშრომლები გავაფრთხილეთ, დაჯარიმებისგან მაქსიმალურად შეიკავონ თავი ამ რთულ ვითარებაში, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ქალაქში ქაოსი და განუკითხაობა უნდა იყოს?

მაქსიმალურად გავაფრთხილეთ "თბილისის პარკინგის" თანამშრომლები დაჯარიმებასთან დაკავშირებით მაქსიმალურად შეიკავონ თავი ამ რთულ ვითარებაში, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს რომ ქალაქში ქაოსი და განუკითხაობა უნდა იყოს?- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც პარკირების წესების დარღვევაზე ისაუბრა.

როგორც დედაქალაქის მერი განმარტავს, ხშირია პარკირების წესების დარღვევა, კერძოდ, "ბასლაინებზე", ტროტუარებსა და ზებრა გადასასვლელებზე ავტომობილების გაჩერება, რაც დედაქალაქში ქაოსს იწვევს.

"იცით, რომ ჩვენ ამ რთულ ვითარებაში, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებულია, დავუშვით შესაძლებლობა, რომ ავტომობილებმა საავტობუსე ზოლებში იმოძრაონ, ასევე მაქსიმალურად გავაფრთხილეთ ჩვენი სატრანსპორტო კომპანიის, "თბილისის პარკინგის" თანამშრომლები დაჯარიმებასთან დაკავშირებით მაქსიმალურად შეიკავონ თავი ამ რთულ ვითარებაში, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ქალაქში ქაოსი და განუკითხაობა უნდა იყოს? კატეგორიულად მიუღებელია ეს დამოკიდებულება.

ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ფოტო და ვიდეო მასალა, თუ რა ხდება ამ მიმართულებით ქალაქში: ტროტუარებზე ავტომობილების გაჩერება, "ბასლაინებზე" ავტომობილების გაჩერება და "დაპარკინგება", ასევე ზებრა გადასასვლელებზე ავტომობილების გაჩერება, ეს ძალიან ცუდია, არავის არ სიამოვნებს ეს დამოკიდებულება.

ადამიანებს, რომ ვაძლევთ შესაძლებლობას ისარგებლონ საავტობუსე ზოლებით, მაშინ, როდესაც არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ვცდილობთ კომფორტი შევუქმნათ ადამიანებს და არ დავაჯარიმოთ, იმას ხომ არ ნიშნავს, რომ აუცილებად განუკითხაობა უნდა იყოს დედაქალაქში? არ არის ეს სწორი დამოკიდებულება",-აცხადებს კახა კალაძე.

კახა კალაძემ მოადგილეს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ იმ შეთხვევაში, თუ იქნება არასწორი პარკირება, დროული რეაგირება ჰქონდეთ, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ჩართულობით.

"ჩვენ გავაფრთხილეთ თანამშრომლები ლოიალურები ვიყოთ ამ რთულ ვითარებაში, მაგრამ ვერ დავუშვებთ ქაოსს და განუკითხაობას არ მიმართულებით. სერიოზულ დისკომფორტს და უკმაყოფილებას იწვევს ადამიანებში.

მინდა დავავალო ირაკლი ხმალაძეს, ამას მაქსიმალური ყურადღება დაეთმოს, თუ იქნება არასწორი "პარკირება", ზებრა გადასასვლელზე მანქანის გაჩერება, იმოქმედეთ, ვინც დაარღვევს არასწორ "პარკირებას" , ავტომობილები იქნება გაჩერებული ველობილიკზე, ან საავტობუსე ზოლში, მაქსიმალურად სწრაფი რეაგირება. შინაგან საქმეთა სამინისტროც გვერდში დაგიდგებათ, საპატრულო პოლიციასთან გაქვთ კომუნიკაცია, მოწესრიგებული იყოს ეს თემა ",-აცხადებს კალაძე.