საქართველოში კორონავირუსით კიდევ 13 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 13 ადამიანი გარდაიცვალა. "სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 221 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 688 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 15 792 ტესტი ჩატარდა.