„საჭიროების შემთხვევაში, რესტორნებისთვის ჩვენი კარი არის ყოველთვის ღია. ერთი კვირის წინ ჩვენ მათთან გვქონდა შეხვედრა და აქედან გამომდინარე ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, რესტორნებისთვის ყოველთვის მოსაწონი არ იქნება ის გადაწყვეტილება, რაც მთავრობის მიერ მიიღება.
„დაბალანსებული გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან ნიშნავს იმას, რომ ერთის მხრივ ჩვენ ვუყურებთ ქვეყნის ეტაპობრივი გახსნა რა შედეგებს მოგვიტანს, რადგან ნამდვილად არ გვინდა ერთი თვის შემდეგ ისევ ყველაფერი დასაკეტი იყოს, ხოლო მეორეს მხრივ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბიზნესმა ამოისუნთქოს. აქედან გამომდინარე მე რესტორნებთან კომუნიკაციის პრობლემას ვერ ვხედავ, თუმცა არ მინდა რომ ეს პარტნიორული ურთიერთობა მათთან გართულდეს იმის გამო, რომ მათ კანონი მასობრივად დაარღვიონ“.- აღნიშნა ნათია თურნავამ
შეგახსენებთ, რომ შაბათს, 6 თებერვლიდან რესტორნები თვითნებურად გახსნას აანონსებენ. მიზეზი კი შეზღუდვებია, რომლის გამოც რესტორნებს მომხმარებლის მიღება ეკრძალებათ.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე