თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის დღიური დადასტურებული შემთხვევების შემცირებასთან ერთად, ჰოსპიტალური სექტორიც სერიოზულად განიტვირთა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის დღიური დადასტურებული შემთხვევების შემცირებასთან ერთად, ჰოსპიტალური სექტორიც სერიოზულად განიტვირთა.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დღევანდელი მდგომარეობით, კლინიკებში 2384 კოვიდ პაციენტი მკურნალობს.

“153 პაციენტია რეანიმაციულ განყოფილებაში. ტესტირების პროგრამა სრული ინტენსივობით გრძელდება. როგორც მოგეხსენებათ, პროგრამას ახალი სისტემური ჯგუფების ტესტირებაც დაემატა და მარტის განმავლობაში სავაჭრო ცენტრებში დასაქმებულები და პედაგოგებიც გაიტესტებიან. ეს პროცესი გაგრძელდება იმისთვის, რომ ყველა ინფიცირებულის გამოვლენა დროულად მოხდეს", - განაცხადა გაბუნიამ.