დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, უკვე 15 ათასამდე ტაქსის მძღოლია გატესტილი და მათგან კორონავირუსი 0,6%-ს დაუდასტურდა. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, ბაზრის მოვაჭრეებიდან 9 ათასი ადამიანია გატესტილი და 0,6%-ია დადებითი შემთხვევა.
ამასთან, გამყრელიძის განმარტებით, 7 ათასამდე რელიგიის მსახურია გატესტილი და 1,3%-ია დადებითობის მაჩვენებელი.
„მოგეხსენებათ, გაფართოებული ტესტირების ფარგლებში ჯგუფები რაც დაემატა, ტაქსის მძღოლებიდან უკვე 15 ათასამდეა გატესტილი და 0,6%-ია დადებითობის მაჩვენებელი. ბაზრის მოვაჭრეებიდან 9 ათასი ადამიანია გატესტილი და 0,6%-ია დადებითი. 7 ათასამდე რელიგიის მსახურია გატესტილი და 1,3%-ია დადებითი. მოლების და სავაჭრო ცენტრების თანამშრომლებიდან 6217 ადამიანია გატესტილი და 0,1%-ია დადებითი შემთხვევა, სულ 3 დადებითი შემთხვევა არის იდენტიფიცირებული. სკოლის პედაგოგებიდან გატესტილია 6200 ადამიანი და 0,3%-ია იდენტიფიცირებული“,-განაცხადა გამყრელიძემ.
მან აღნიშნა, რომ ეპიდვითარების თვალსაზრისით ქვეყანაში დადებითი დინამიკა შეინიშნება.
„პოზიტიური დინამიკა გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“,-აღნიშნა გამყრელიძემ.