მაია ბუწაშვილის შეფასებით, ტრანსპორტი უნდა გაიხსნას, თითო ავტობუსს თითო კონტროლიორი უნდა ჰყავდეს, რომელიც დისტანციას და ნაკადებს გააკონტროლებს

ტრანსპორტი უნდა იყოს გახსნილი, თითო ავტობუსს ჰყავდეს თითო კონტროლიორი, რომელიც გააკონტროლებს დისტანციას და ნაკადებს",- ამის შესახებ ინფექციონისტმა და კლინიკა „ნეოლაბის“ ექიმმა მაია ბუწაშვილმა მედიაცენტრ „მთავარში“ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მაია ბუწაშვილი განმარტავს, ხშირია შემთხვევა, როდესაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეები ფორმალურად უკეთიათ, რაც უნდა გაკონტროლდეს.

"ტრანსპორტი უნდა იყოს გახსნილი. ტრანსპორტი შეიძლება სულ მუშაობდეს, თუ მკაცრად იქნება გათვალისწინებული რეგულაციები. დაემატოს ისეთი ავტობუსები, სადაც დიდი სივრცეა და შესაძლებელია დისტანციის დაცვა. თითო ავტობუსს ჰყავდეს თითო კონტროლიორი, რომელიც გააკონტროლებს დისტანციას და ნაკადებს, რომ ბევრ ხალხი არ მოხვდეს ავტობუსში. ვხედავთ, რომ ტრანსპორტში ხშირად, ფორმალურად უკეთიათ პირბადე, თუ არსებობს კონტროლიორი, რომელიც გადახდის საკითხს არეგულირებს, შეიძლება არსებობდეს კონტროლიორი, რომელიც ამას დაარეგულირებს",-აცხადებს ბუწაშვილი.