ამერიკული კორპორაცია Amazon-ის 2020 წლის მეოთხე კვარტლის შემოსავლებმა 125,6 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ მოწმობს კომპანიის მიერ გავრცელებული ფინანსური ანგარიში.
სამთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც 31 დეკემბერს დასრულდა, კომპანიის შემოსავლებმა პირველად გადააჭარბა 100-მილიარდიან ნიშნულს და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44%-ით გაიზარდა. მაშინ კომპანიის შემოსავლები 87,4 მილიარდი იყო. 2020 წლის მეოთხე კვარტლის შემოსავლებმა კი ანალიტიკოსების მოლოდინებს ბევრად გადააჭარბა, ისინი 119 მილიარდის შემოსავალს ელოდნენ.
რაც შეეხება ჯამურად 2020 წლის შემოსავლებს, კომპანიას გასულ წელს შემოსავლები 38%-ით გაეზარდა და 386,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2019 წელს 280,5 მილიარდი იყო. მოგებამ მეოთხე კვარტალში 7,2 მილიარდი, ხოლო წლიურმა 21,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.