,,ავერსი-რაციონალს“ 2021 წლის 1 თებერვალს გადაეცა საქართველოში პირველი ნაციონალური GMP სერტიფიკატი, რომელიც, ადასტურებს საწარმოს და აქ წარმოებული მედიკამენტების მაღალ ხარისხს.
„ავერსი-რაციონალმა“ ჯერ კიდევ 2008 წელს მიიღო ევროპული GMP EU სერტიფიკატი გერმანული კომპანია TÜV SÜD Industie Service, GmbH-ის მიერ.
გასულ წელს „ავერსი-რაციონალმა“ მოიპოვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის GMP EAEU სერტიფიკატი, რომელიც ასევე პირველია საქართველოში.
„ავერსი-რაციონალი“ ფლობს ISO 9001-ის გერმანულ სერტიფიკატს (TÜV SÜD Management Service GmbH). საწარმოს ხარისხის კონტროლის ლაბორატორიები 2014 წლიდან არიან აკრედიტებულნი ISO 17025-ის მიხედვით. ისინი რეგულარულად, წარმატებით მონაწილეობენ EDQM-ისა და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კონკურსებში.
,,ავერსი-რაციონალი“ საქართველოში პირველია, ვინც ეს სერტიფიკატი მოიპოვა.
აღნიშნული ინსპექტირება ადგილობრივი მწარმოებლებისთვის სავალდებულო მხოლოდ 2022 წლის იანვრიდან გახდება და ძალზედ საამაყოა, რომ ,,ავერსი-რაციონალმა“, როგორც ევროპული სტანდარტების მქონე საწარმომ, საკუთარი ინიციატივით, ნებაყოფლობით რეჟიმში მოითხოვა აღნიშნული ინსპექტირების ჩატარება, რომელიც წარმატებით გაიარა.
გაცემული პირველი ნაციონალური GMP - სერტიფიკატი კომპანიისთვისაც და ზოგადად დარგისთვისაც, ისტორიული მნიშვნელობისაა. აღნიშნული სერტიფიკატი, სხვა მანამდე არსებულ სერტიფიკატებთან ერთად, კვლავაც ადასტურებს "ავერსი-რაციონალის" და აქ წარმოებული მედიკამენტების მაღალ ხარისხს!