შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული მედიკამენტები აღმოაჩინეს.
უწყების ცნობით, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში 14 620 ლარი შეეფარდათ.
"საბაჟო გამშვებ პუნქტზე "სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ა.მ.-ს და ა.ი.-ს მართვის ქვეშ არსებული, სატვირთო ავტოტრანსპორტის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული, სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი (საერთო წონით 18 კილოგრამი) აღმოაჩინეს. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში 14 620 ლარი შეეფარდათ",- აღნიშნულია ინფორმაციაში.