საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2021 წლის მეორე ნახევარში ინფლაცია გაიზრდება. წლის ბოლოდან კი შემცირებას დაიწყებს და 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, განახლებული პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელი ინფლაცია გაიზარდა. ამის მიზეზი კი საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო ჯგუფებზე ფასების ზრდაა. ამასთან, ვირუსის ახალი ტალღების შესაკავებლად დაწესებული რეგულაციები წარმოების ხარჯებს გაზრდილს ტოვებს, რაც საბოლოოდ ფასებზე აისახება.
"არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 4%-ის ფარგლებში შენარჩუნდება და შემდეგ ეტაპობრივად დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს" , - აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, რეალური მშპ-ს ზრდის პროგნოზი შემცირდა და 2021 წლისათვის 4% ფარგლებშია. სებ-ის განმარტებით, შემცირების ძირითადი მიზეზი ხანგრძლივი პანდემიისა და დაწესებული შეზღუდვების ფონზე ინვესტიციების შედარებით სუსტი ზრდაა.