ავტომობილების რეექსპორტის ბაზარი 328,9 მლნ დოლარით შემცირდა - სად გავყიდეთ მანქანები

საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის ბაზარმა 2020 წელს 404,1 მლნ დოლარი შეადგინა.

ეს კი 44.8%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. მაშინ რეექსპორტიდან შემოსავალი 732,8 მლნ დოლარი იყო.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოდან 40 712 მსუბუქი ავტომობილი გავიდა, 2019-ში - 107 268. შარშან რეექსპორტი 59 ქვეყანაში განხორციელდა, მათ შორის, კვიპროსში, ჩინეთში, შვეიცარიაში, იორდანიაში, სალვადორში და ა.შ.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, Top-10 ქვეყანას რეექსპორტის მაჩვენებლით:

  • აზერბაიჯანი - 226,384 მლნ დოლარი (23 348 ერთეული)
  • უკრაინა - 81,094 მლნ დოლარი (10 336 ერთეული)
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 23,941 მლნ დოლარი (401 ერთეული)
  • ბელგია - 14,2 მლნ დოლარი ( 299 ერთეული)
  • რუსეთი - 10,644 მლნ დოლარი (1 906 ერთეული)
  • ყირგიზეთი - 8,208 მლნ დოლარი (931 ერთეული)
  • ტაჯიკეტი - 6,159 მლნ დოლარი (868 ერთეული)
  • თურქეთი - 5,428 მლნ დოლარი (146 ერთეული)
  • სომხეთი - 4,884 მლნ დოლარი (850 ერთეული)
  • ყაზახეთი - 3,961 მლნ დოლარი (317 ერთეული)