Apple-მ საკუთარი ავტომობილი შესაძლოა, Hyundai-სა და Kia-სთან ერთად შექმნას

კორპორაცია Apple ახლოსაა შეთანხმებასთან სამხრეთ კორეულ კომპანიებთან Hyundai Motor Company და Kia Motor თვითმართვადი ავტომობილების შტატებში ერთობლივად წარმოებასთან დაკავშირებით.

ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC აცხადებს.

ტელეკომპანიის წყაროს ცნობით, საუბარია ელექტრომობილების წარმოებაზე Apple ბრენდის ქვეშ. ნავარაუდევია, რომ კორპორაცია პასუხისმგებელი იქნება ავტომობილის პროგრამულ ნაწილზე და მოწყობილობაზე.

აღნიშნული ავტომობილების წარმოება უნდა დაიწყოს 2024 წლიდან, Kia-ს საწარმოში უესტ-პოინტში. არაა გამორიცხული, რომ წარმოების ვადებმა გადაიწიოს.

წყაროების ცნობით, საბოლოო შეთანხმება მხარეებს ჯერ არ აქვთ. არც თავად კომპანიებს დაუდასტურებიათ რამე მედიასთან. ტელეკომპანიის ცნობით, Apple-მა საბოლოდ შეიძლება შეთანხმებას სხვა კომპანიასთან მიაღწიოს.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ Apple აპირებს სრულიად ავტონომიური ავტომობილების წარმოება დაიწყოს. არხის შეფასებით, ეს შესაძლოა, ნიშნავდეს, რომ ელექტრომობილების გამოყენება მოხდეს მიწოდების ან ტაქსით მომსახურების სერვისისთვის.

კოკა კვირკველია