პროკრედიტ ბანკი  მწვანე მშენებლობის დაფინანსების სპეციალურ პროგრამას Sintali-SGS–თან ერთად იწყებს

პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისი პირველი მწვანე ნაგებობაა საქართველოში, რომელმაც საერთაშორისო EDGE სერტიფიკატი მოიპოვა.

EDGE მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრმა - IFC-მა ნაგებობებში რესურსების ეფექტურობის შეფასების მიზნით შექმნა. EDGE სტანდარტის მისაღწევად, შენობა 20%-ით ნაკლებ ენერგიას, წყალს და მასალებში მატერიალიზებულ რესურსს უნდა ხარჯავდეს, ადგილობრივ საბაზისო მაჩვენებელთან შედარებით. ამ პრესტიჟული სერტიფიკატის მიღება პროკრედიტ ბანკისთვის მორიგი მწვანე ინიციატივის შექმნის მოტივაციაც გახდა, რაც ქვეყანაში ეკოლოგიურად სუფთა მშენებლობას შეუწყობს ხელს.

შესაბამისად, ბანკმა დაფინანსების სპეციალური პროგრამა შეიმუშავა, რაც კლიენტებსა და დეველოპერებს მდგრადი ენერგოეფექტური ნაგებობების აშენებასა და შეძენაში დაეხმარება. ინიციატივა მიზნად ისახავს მწვანე მშენებლობის მიმზიდველი პირობებით დაფინანსებას (სტანდარტულს -0.5%).

პროგრამის გაცნობა აუდიტორიისთვის 11 თებერვალს, 17:00 სთ-ზე იგეგმება, ონლაინ შეხვედრის ფარგლებში (სარეგისტრაციო ბმული იხილეთ ქვემოთ).

EDGE სერთიფიკატის მიღებით დაინტერესებული კომპანიების დასახმარებლად, ბანკმა Sintali-SGS-თან თანამშრომლობა გადაწყვიტა. Sintali-SGS არის ორი საერთაშორისო კომპანიის კონსორციუმი, რომელიც მოქმედებს, როგორც გლობალური EDGE სერტიფიკაციის პროვაიდერი IFC-სთვის. Sintali-SGS კომპანიებს EDGE სერტიფიკაციის პროცესის წარმატებით წარმართვაში დაეხმარება. ამ პარტნიორობის საშუალებით, პროკრედიტის მომხმარებლები ასევე ისარგებლებენ Sintali-SGS–ის სპეციალური ფასდაკლებებით EDGE სერტიფიცირებისთვის.

მწვანე მშენებლობას ბევრი სარგებელი მოაქვს. სერტიფიცირებულ მწვანე ნაგებობებს უფრო მეტი ღირებულება და ნაკლები საექსპლუატაციო ხარჯები აქვს. მწვანე ნაგებობის უპირატესობები: ბრენდის იმიჯის და ბაზარზე ცნობადობის ზრდა, აგრეთვე საერთაშორისო ინვესტორების მეტი დაინტერესება, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა სპეციალური საპროცენტო განაკვეთით და კომპანიის სოციალური პასუხიმგებლობის მესამე მხარის მიერ დადასტურება.

„მწვანე შენობები მსოფლიო ტენდენცია და საქართველოს ახლო მომავალია. პროკრედიტ ბანკმა უკვე გაიარა ეს პროცესი და ახლა მზად არის მიღებული გამოცდილების გასაზიარებლად და სხვა ბიზნესების მხარდასაჭერად. სემინარზე დარეგისტრირებულ პირებს საშუალება ექნებათ პირველებმა გაიგონ ინოვაციური პროექტის პირობები, გაეცნონ EDGE სერტიფიცირების პროგრამას და გაიგონ მეტი მწვანე მშენებლობის სარგებელზე. Sintali-SGS–თან დაწყებული თანამშრომლობაც ბიზნესის მწვანე მშენებლობებით დაინტერესებას, ხელშეწყობას და წახალისებას ისახავს მიზნად. ვიმედოვნებთ, რომ ამ ახალი მომსახურების მიწოდებით და დამატებითი წამახალისებელი საშუალებების შეთავაზებით, ჩვენ შევძლებთ ხელი შევუწყოთ მდგრადი მომავლის მშენებლობას.”- განმარტავს ქეთევან კეკელაშვილი, პროკრედიტ ბანკის გარემოს დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი.

ონლაინ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: დარეგისტრირდით ახლა

პროკრედიტ ბანკის შესახებ:

პროკრედიტ ბანკი საქართველო, საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც ძირითად ოპერირებს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, და ასევე გერმანიაში. განვითარებაზე ორიენტირებული პროკრედიტ ჯგუფის მშობელი კომპანიაა პროკრედიტ ჰოლფინგი AG & Co. KGaA, რომელიც მდებარეობს მაინში, გერმანიაში. პროკრედიტ ბანკი საქართველო 1999 წლიდან მოღვაწეობს ქართულ საბანკო სექტორში. ბანკის ძირითადი საქმიანობა მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებაა, რომლებსაც განვითარების გრძელვადიანი გეგმა აქვთ და ასევე საბანკო მომსახურებს გაწევა ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც დაზოგვისკენ ორიენტირებულნი არიან და საბანკო მომსახურების დისტანციური არხებით მიღებას ანიჭებენ უპირატესობას.

განვითარებაზე ორიენტირებული ბანკი, პასუხისმგებლიან საბანკო საქმიანობას ეწევა, რაც გულისხმობს სოციალურ, ეთიკურ და გარემოსდაცვით სტანდარტებთან შესაბამისობას. დიდ ყურადღებას აქცევს გარემოზე ზემოქმედების საკითხს და ცდილობს მაქსიმალურად შეამციროს, მასზე უარყოფითი ზეგავლენა, www.procreditbank.ge

Sintali-SGS-ის შესახებ

Sintali და SGS ერთად მუშაობენ, EDGE გლობალური სერტიფიკაციის პარტნიორის როლში. EDGE სერტიფიკაციისა და აუდიტის სერვისებისთვის „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ფუნქციონირების გათვალისწინებით, Sintali-SGS უმაღლესი ხარისხის მომსახურებას გაუწევს ყველა კლიენტს მსოფლიოს მასშტაბით. კლიენტები ერთ კონტრაქტს, სრულ ფასს და ექსპერტის კონსულტაციას მიიღებენ ყოველგვარი დამატებითი საფასურის გარეშე. თანამედროვე სისტემებისა და უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით, კლიენტებს ასევე წვდომა ექნებათ ინოვაციურ გადაწყვეტებზე, რომლებიც ეკონომიური და ეფექტიანი პროცესების განხორციელებას უწყობს ხელს. აუდიტისა და მწვანე შენობის სტანდარტების შემუშავების და ოპერირების მდიდარი ისტორიით, Sintali-SGS მსოფლიო დონის გამოცდილებას სთავაზობს ადგილობრივ ბაზრებს და მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი ოფისებისა და პარტნიორების უნიკალური ქსელის საშუალებით, ადგილობრივ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს www.sintali.com.

EDGE-ის შესახებ

IFC-ის (მსოფლიო ბანკის ჯგუფის ნაწილი) ინოვაცია - EDGE - ქონების დეველოპერებს ეხმარება, ააშენონ და მწვანე სტატუსი მიიღონ სწრაფად, მარტივად და ხელმისაწვდომი გზით. EDGE-ის ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს უფასო პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ხელს უწყობს ენერგიის, წყლისა და სამშენებლო მასალების დამზადების დროს გამოყენებული ენერგიის მინიმუმ 20 პროცენტით შემცირებას, რაც EDGE სერთიფიცირების სტანდარტია. პროგრამის მხარდამჭერი დონორებია: ავსტრია, კანადა, დანია, ენერგეტიკის სექტორის მართვის დახმარების პროგრამა (ESMAP), ევროკავშირი, ფინეთი, გლობალური ეკოლოგიური ფონდი (GEF), უნგრეთი, იაპონია და შვეიცარია. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს www.edgebuildings.com.

IFC-ის შესახებ

IFC (საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია), მსოფლიო ბანკის პარტნიორი ორგანიზაცია და მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, გლობალური განვითარების უდიდესი ინსტიტუტია, რომელიც განვითარებადი ბაზრების კერძო სექტორზეა ორიენტირებული. კორპორაცია 100-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და განვითარებად ქვეყნებში ბაზრებისა და შესაძლებლობების შესაქმნელად, საკუთარ კაპიტალს, გამოცდილებას და გავლენას იყენებს. 2019 ფინანსურ წელს, კორპორაციამ 19 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა განვითარებად ქვეყნებში მოქმედ კერძო კომპანიებსა და ფინანსურ დაწესებულებებში, უკიდურესი სიღარიბის დაძლევის და საერთო კეთილდღეობის სტიმულირების მიზნით კერძო სექტორის ძალაუფლების ეფექტურად გამოყენებით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს www.ifc.org.

საკონტაქტო ინფორმაცია

პროკრედიტ ბანკი, საქართველო

ანა იასეშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

ვებ-გვერდი: http://www.procreditbank.ge/

ტელ: +995 591 67 88 87

ელ-ფოსტა: marketing@procreditbank.ge

(R)