კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება. ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც პრემიერი განმარტავს, შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, უნდა გამკაცრდეს რეგულაციების დაცვაც.
“შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას. შემდგომი შეზღუდვების შემსუბუქება იქნება 15 თებერვლის შემდგომ. ამ შეზღუდვების შემსუბუქების კიდევ უფრო დაჩქარება განხილული იქნება 1 კვირის თავზე. შემდგომ მთავრობის სხდომაზე შევძლებთ ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრათ, რომელი შეზღუდვები იქნება მოხსნილი.
ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას, არამხოლოდ თითოეული მოქალაქის, ბიზნესის, კონკრეტული მოქალაქეების, ყველა სახის ორგანიზაციის.
ყველას უნდა გვესმოდეს, რომ შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად წესების დაცვის გამკაცრებაზე უნდა ვიზრუნოთ",-აცხადებს გახარია.
ცნობისთვის, 8 თებერვლიდან ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში გაიხსნება. 8 თებერვლიდან ფუნქციონირებას ბაზრობებიც დაიწყებენ, ხოლო 15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას, თუმცა შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას.