შეზღუდვები, რომელიც 8 თებერვლიდან ეტაპობრივად მოიხსნება

კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები 8 თებერვლიდან ეტაპობრივად მოიხსნება.

უფრო კონკრეტულად:

  • 8 თებერვლიდან საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის, თბილისში, რუსთავში და ქუთაისში. საუბარია მეტროზე, ავტობუსსა და სამარშტურო ტაქსზე
  • 8 თებერვლიდან, ორშაბათიდან, სრულად ამოქმედდება ღია და დახურული ტიპის ბაზრობები
  • 15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას
  • თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებში სასწავლო პროცესი 15 თებერვლიდან განახლდება

თუმცა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება. ამასთან, მთავრობა კვლავ ძალაში ტოვებს ე.წ. კომენდანტის საათს 21:00 საათიდან 05:00 საათამდე; დახურული რჩება მთის კურორტები, უმაღლესი სასწავლებლები.