,,გადავდივართ კონსტრუქციულ რეჟიმში“ - რესტორატორთა ასოციაცია

მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან კვების ობიექტების ღია სივრცეები გაიხსნება. ნაბიჯს კონსტრუქციულად მიიჩნევენ და 6 თებერვლიდან თვითნებურ გახსნას აღარ გეგმავენ რესტორნები - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ,,ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა.

შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ ეს ერთიანად ვერ გააცოცხლებს ეკონომიკას, თუმცა მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

,,ახლაც ვარ პარლამენტში და შევდივარ შეხვედრაზე დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებთან. დღევანდელ გადაწყვეტილებამდე იყო ეს შეხვედრა ჩანიშნული, თუმცა მოხარული ვარ, რომ შედეგმა დაასწრო. გადავდივართ კონსტრუქციულ რეჟიმში. გახსნის პოლიტიკა რაც გაცხადდა საზოგადოებისათვის იქნება შვება, ეკონომიკისთვისაც იქნება გარკვეული შვება. ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელიც ყველაფერს ერთიანად გააცოცხლებს, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ შევძლებთ ხელისუფლებასთან ურთიერთობით გადაიდგას ის ნაბიჯები, რაც კეთილდღეობას მოუტანს ყველა მხარეს“,- განუცხადა ბურჯანაძემ ,,ბიზნესპრესნიუსს“.

ცნობისთვის, რესტორნები 6 თებერვლიდან თვითნებურ გახსნას გეგმავდნენ.

თამარ მუკბანიანი