მთავრობის ადმინისტრაცია შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

მთავრობის ადმინისტრაცია შეზღუდვების შემსუბუქების მორიგ ეტაპთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს. გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. შეზღუდვების ნაწილი 8 თებერვლიდან, ნაწილი კი 15 თებერვლიდან იხსნება.

„ბოლო 7 დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებელი შემცირდა 4%-მდე, შესაბამისად შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე იწყება:ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან - მთელი საქართველოს მასშტაბით - თბილისი, რუსთავი, ქუთაისი

1. აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის მეტრო, ავტობუსები, ე.წ მარშუტკები.... ) (გარდა შაბათ-კვირისა)

2. გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები (გარდა შაბათ-კვირისა)

ერთი კვირის შემდეგ, ანუ 15 თებერვლიდან - მთელი საქართველოს მასშტაბით, 1. ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ (ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება სურვილის შემთხვევაში აირჩიონ დისტანციური სწავლება)

3. კვების ობიექტები გარე სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ (გარდა შაბათ-კვირისა)

• მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე და მეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება.

• ორგანიზაციები, ბიზნესსუბიექტები, რომლებიც მიზანმიმართულად დაარღვევენ კანონს და შეზღუდვების პერიოდში განახორციელებენ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, ვეღარ ისარგებლებენ პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებით, სუბსიდირებით და სხვადასხვა პროგრამებით“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.