ბრიტანული გამოცემა Independent იმ სახელმწიფოების სიას აქვეყნებს, სადაც ვაქცინირებული ტურისტები მოგზაურობას შეძლებენ. საქართველოსთან ერთად Independent-ის სიაში ესტონეთი, რუმინეთი, ისლანდია და კვიპროსი მოხვდნენ,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
“პირველი თებერვლიდან საერთაშორისო ტურისტები, რომლებსაც კოვიდ-ვაქცინის სრული კურსი გავლილი აქვთ, ანუ მიღებული აქვთ ორი დოზა, დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში საქართველოში მოგზაურობას შეძლებენ. საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც ვაქცინირებული მგზავრებისთვის საზღვრის გადაკვეთაზე შეზღუდვები სრულად მოხსნა. თუ ვაქცინირებული ხართ, საქართველოში მოგზაურობისთვის თქვენ აღარ დაგჭირდებათ არც წინასწარ და არც ადგილზე ტესტის ჩატარება, არ მოგიწევთ კარანტინის გავლა“,- წერს Independent-ის ჟურნალისტი ჰელენ ქოფი და აღნიშნავს, რომ საქართველოში 1 თებერვლიდან საავიაციო შეზღუდვები მოიხსნა, შედეგად ავიაკომპანიებს ფრენების განახლება შეუძლიათ.