Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.3120 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.3120 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.3100 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 3 თებერვალს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.3140 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9834 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.