კვების ობიექტები შაბათ-კვირას „დელივერის“ სერვისით შეძლებენ მუშაობას

კვების ობიექტები შაბათ-კვირას „დელივერის“ სერვისით შეძლებენ მუშაობას. ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა.

"15 თებერვლიდან, არა მხოლოდ აჭარაში, არამედ სრულიად საქართველოში, ყველა ქალაქში, კვების ობიექტების ფუნქციონირება ღია სივრცეებში შესაძლებელი იქნება. აქაც შეგახსენებთ, რომ შაბათ-კვირის განმავლობაში კვების ობიექტები გააგრძელებენ მხოლოდ „დელივერის", მიტანა და გადატანის სერვისით ფუნქციონირებას",-აცხადებს მაია ცქიტიშივილი.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას, თუმცა, ​კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება.