ამ ეტაპზე კერძო და საჯარო ბაღები არ გაიხსნება

ამ ეტაპზე კერძო და საჯარო ბაღები არ გაიხსნება. ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა.

“ამ ეტაპზე კერძო და საჯარო ბაღები არ იხსნება. ამ ეტაპზე სკოლები იხსნება 15 თებერვლიდან",-განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებში სასწავლო პროცესი 15 თებერვლიდან განახლდება.