8 თებერვლიდან, რუსთავი-თბილისის მიმართულებაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა გამონაკლისის სახით არ დაიშვება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ ეტაპზე შეზღუდვების შემსუბუქება მხოლოდ მუნიციპალურ ტრანსპორტს შეეხება და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებაზე არანაირი გამონაკლისი არ დაიშვება.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგება.