თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თუ რომელიმე ადამიანი შეეცდება, პირბადის გარეშე გადაადგილდეს, მაგალითად, ავტობუსით, ასეთ შემთხვევაში, ტრანსპორტი არ გადაადგილდება და ადგილზე საპატრულო პოლიციას გამოიძახებენ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იმუშავებს.
„ჩვენ სრული მზადყოფნა გვაქვს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად ამოქმედდეს. რაც შეეხება რეგულაციებს, დღეს პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა ამის შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ საზოგადოერივ ტრანსპორტში მეტროში, ავტობუსსა და მიკროავტობუსში პირბადეებით ვისარგებლოთ. კონტროლი იქნება ისეთი, როგორც აქამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობის დროს იყო. ადამიანი, რომელიც შეეცდება, პირბადის გარეშე იმგზავროს ავტობუსით, ავტობუსი არ გადაადგილდება და გამოძახებული იქნება საპატრულო პოლიცია. ტრანსპორტი შაბათ-კვირას გაჩერდება“,-განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის მეტრო, ავტობუსები, ე.წ სამარშუტო ტაქსები)გარდა შაბათ-კვირისა.