"თუ ყველა წესს დავიცავთ, მესამე ტალღა არ გვექნება"

მეორე ტალღის პიკი ნოემბერ-დეკემბერში გავიარეთ - თუკი ჩვენ ყველა წესს დავიცავთ და რა პროგრესიც გვაქვს, მოვუფრთხილდებით, მესამე ტალღა არ გვექნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-მდე ავა, ქვეყანა აღარ გაივლის კოშმარს, რაც ნოემბერ-დეკემბერში გაიარა.

"ორშაბათიდან ტრანსპორტი იხსნება. სერიოზულად გაიზრდება მობილობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ავტობუსები, მიკრო ავტობუსები გადავსებული არ იყოს. თუ წესებს დავიცავთ, შემთხვევები იქნება, მაგრამ იქნება ნაკლები", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.