მთის კურორტებზე პროტესტის ნიშნად უფასო ტურები შედგება - რას გეგმავს ტურიზმის სექტორი

შაბათს, მთის კურორტებზე პროტესტის ნიშნად რამდენიმე უფასო ტური შედგება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ "ტრეფიკ თრეველის" მმართველმა პარტნიორმა ცოტნე ჯაფარიძემ განუცხადა.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით რამდენიმე სექტორი ისევ ჩაკეტილი რჩება, შაბათს აქცია-კონცერტიც გაიმართება.

„ჩვენ პროტესტს ყველა ვარიანტში ვაგრძელებთ და შაბათს აქციასაც ვმართავთ. ტურისტულ კომპანიებს ვერ გავხსნით, რადგან სტუმრები არ გვყავს, ფიტნესის დარბაზები ვერ იხსნებიან... პროტესტს იმით გამოვხატავთ, რომ შაბათს ჩავატარებთ რამდენიმე უფასო ტურს“,- განაცხდაა ცოტნე ჯარაიძემ.

რაც შეეხება აქცია-კონცერტს, „ტრეფიკ ტრეველის“ მმართველი პარტნიორი დეტალებს საკუთარ "ფეიბუკ" გვერდზე ასაჯაროვებს. მის პოსტს "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"შაბათს, 6 თებერვალს, 14:00 პარლამენტთან, დაუმორჩილებლობის აქციის ფარგლებში გაიმართება საპროტესტო აქცია-კონცერტი.

მონაწილეობენ: ლევან მასპინძელაშვილი, ბანდეროლი, ნიუტონი, ნათია დუმბაძე, მერაბ სეფაშვილი.

იმისათვის რომ სრულფასოვნად მივაწვდინოთ ჩენი ხმა საზოგადოებას. გვაქვს თხოვნა, აპარატურისთვის გვჭირდება 1600 ლარი, რათა ვუზრუნველყოთ აქცია-კონცერტის ტექნიკური მხარე.

ჩვენი ფინანსური რესურსით, სამწუხაროდ, ვერ ვახერხებთ სრული თანხის მობილიზებას.

აქ მითითებულ ანგარიშზე, სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ ჩარიცხოთ იმდენი, რამდენიც გემეტებათ.

მიმღები - ალექსანდრე გიორგიძე.

GE19TB7730845069600001

GE45BG0000000160973149

დიდი მადლობა წინასწარ", - წერს ცოტნე ჯაფარიძე.

ნინი ქეთელაური