მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 105 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers აქვეყნებს.
მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ-19-ით 2.2 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 76,8 მილიონს მიაღწია.
ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ - 19-ით ინფიცირების 25 მილიონზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფოა.