ამერიკულმა კორპორაციამ Johnson & Johnson-მა მის მიერ წარმოებულ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებაზე ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების სანიტარული ზედამხედველობის სამმართველოს უკვე მიმართა. ამ დროისთვის აშშ-ში ორი ვაქცინაა ნებადართული, კომპანიებისგან - Pfizer / BioNTech და Moderna.
„დღევანდელი ჩვენი განაცხადი ვაქცინის გამოყენებაზე არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ დაავადების შემცირებისკენ და პანდემიის გლობალურად დასრულებისკენ“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
Johnson & Johnson-ში ამბობენ, რომ კომპანია მზადაა ვაქცინების მიწოდება დაიწყოს თანხმობის მიღებისთანავე. კომპანია ასევე გეგმავს ანალოგიური განაცხადით მიმართოს ევროკავშირში მოქმედ მარეგულირებელ ორგანოსაც.
შეგახსენებთ, შტატებში მასობრივი ვაქცინაცია 2020 წლის ბოლოს დაიწყო. იანვრის ბოლოსთვის ქვეყნის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი ვაქცინა, თუმცა პირობა დადო, რომ მისი მმართველობის პირველ 100 დღეში მოხდებოდა 100 მილიონი მოქალაქის ვაქცინაცია. 1-ლი თებერვლის მონაცემებით შტატებში აცრილია 30 მილიონი ადამიანი.