გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 119.7 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. მათ შორის, აშშ-ში 36.6 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 11%-ს შეადგენს.
აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 31.2 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით, რაც მოსახლეობის 2.23%-ს შეადგენს. ევროკავშირში კი, საერთო ჯამში ვაქცინაცია 15 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა.
გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 3-3.5 მილიონ ადამიანს უტარდება. ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 5.2 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 58.5%-ს შეადგენს.
ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს, სადაც შესაბამისად, მოსახლეობის 35.8% და 16.4%-ს ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა.