„მალე გაიმართება ასოცირების საბჭოს სხდომა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი წლების დღის წესრიგის დასადგენად"

მალე გაიმართება ასოცირების საბჭოს სხდომა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი წლების დღის წესრიგის დასადგენად. ჩვენ დიდი ინტერესით მოვუსმენთ მთავრობის ახალ ამბიციებს, ასევე პარლამენტის დღის წესრიგს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“მოხარული ვარ იმით, რომ მასთან პირველი ოფიციალური შეხვედრა გავმართე და ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნა მივულოცე. როგორც ვიცით, ეს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობისთვის მნიშნელოვანი კომიტეტია და ეს არის კომიტეტი, რომელთანაც ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ. მალე გაიმართება ასოცირების საბჭოს შეხვედრა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი წლების დღის წესრიგის დასადგენად. ჩვენ დიდი ინტერესით მოვუსმენთ მთავრობის ახალ ამბიციებს, ასევე პარლამენტის დღის წესრიგს, რაშიც მაკა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ასე რომ დღეს მასთან შეხვედრა ძალიან სასიამოვნო იყო,“- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.