რესტორნებმა 6 თებერვალს თვითნებურად გახსნა გადაიფიქრეს. როგორც რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, რესტორნებმა ეს გადაწყვეტილება მთავრობის მხრიდან გადადგმული ნაბიჯის გათვალისწინებით მიიღეს.
„მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილება ყინულის გალღობაა. ჩვენ დაანონსებული გვქონდა შაბათს გახსნა და სურვილი გვქონდა სტუმრები მიგვეღო. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ შაბათს ეს აქცია არ ჩატარდება და მიტანის სერვისით გავაგრძელებთ ფუნქციონირებას“, - განაცხადა ბურჯანაძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჯაროვებამდე რესტორნები 6 თებერვალს თვითნებურად გახსნას აანონსებდნენ.