Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.3170 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 3.3185 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 4 თებერვალს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.3174 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9792 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.