მოსწავლეების მიერ სკოლის სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება.
თუმცა, როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, ბავშვებს ნიღბის ტარება სურვილის მიხედვით შეეძლებათ.
„სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო არ არის არც ერთი კლასისთვის, თუმცა, აკრძალულიც არ არის, მოსწავლეებს და შეუძლიათ ატარონ“, - აცხადებენ უწყებაში.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობისა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის რუსთავში, თბილისსა და ქუთაისში სკოლები 15 თებერვლიდან მუშაობას საკლასო ოთახებში განაახლებენ. თუმცა ასევე მშობლებსა და ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა ონლაინ-სწავლება აირჩიონ.