2021 წლის იანვარში ახალი გაცემული იპოთეკური სესხების დინამიკა გაუარესდა. „თიბისი კაპიტალის“ მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, გასულ თვეს იპოთეკური სესხების მოცულობა 34%-ით შემცირდა, (გაცვლითი კურსის ეფექტის გამოკლებით), რაც 2020 წლის მაისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ მონაცემებით, თბილისში 1-დან 28 იანვრის პერიოდში ბინების გაყიდვების რეგისტრაცია წლიურად 6%-ით შემცირდა.
ნოდარ სირბილაძე