1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3215 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3215 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3174 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0041 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9775 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9792 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0017 შეადგინა.